|
Hard სიახლეები -
მობილური ტელეფონები
|
|
ავტორი - Administrator
|
|
შაბათი, 04 ივლისი 2009 16:37 |
კომპანია Krusell–მა შეადგინა ივნისის თვის ყველაზე მეტად გაყიდვადი ტელეფონების სია. ტელეფონების ჩიხოლების გაყიდვებიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად უფრო კარგად რეალიზებადი აღმოჩნდა - Nokia 6300. ლიდერების სიაში შევიდა iPhone 3G-ც, რომელმაც, არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე ადგილი დაუთმოს iPhone 3G S–ს. გასაკვირია, სიაში Samsung–ის LG–ს და Sony Ericsson–ის მოდელების არ არსებობა. ყურადღება მისაქცევი ფაქტია ის, რომ სიაში დამატებულია 5 ახალი მოდელი, რომელიც არ იყო წინა თვეში.
|
|
Hard სიახლეები -
პერიფერია
|
|
ავტორი - Administrator
|
|
შაბათი, 04 ივლისი 2009 16:12 |
წარმოგიდგენთ, Apple–ს ტექნიკის მფლობელებისთვის, ძალიან სასიამოვნო საჩუქარს. ეს არის, კომპანია Lancer–ის მიერ წარმოებული პროექტორი - iJector–ი, რომელიც თავსებადია iPod–ის და iPhone–ს პრაქტიკულად ყველა მოდელზე. კომპაქტური ზომების მიუხედავად, iJector–ს შეუძლია გამოსახოს 50 დუიმი ზომის გამოსახულება. სამწუხაროდ, ვიდეოს გაფართოება შეადგენს მხოლოდ 557x234 წერტილს. მას ასევე აქვს საკუთარი სტერეო აუდიო სისტემა. iJector–ის სინათლის სიმკვეთრე შეადგენს 20 ლუმენს, ხოლო გარანტირებული მუშაობის დრო - 30 ათას საათს.
|
|
Hard სიახლეები -
ინფორმაციის მატარებლები
|
|
ავტორი - Administrator
|
|
შაბათი, 04 ივლისი 2009 15:45 |
კომპანია Lexar–მა წარმოადგინა ორი, ახალი მეხსიერების ბარათი. მწარმოებლების აზრით, წარმოდგენილი ბარათები გამოადგებათ ახალი მოდელების ფოტო/ვიდეო კამერების და ტელეფონის მფლობელებს, რომლებთაც ესაჭიროებათ მეხსიერების დიდი ტევადობა.
|
|
Downloads -
პროგრამები
|
|
ავტორი - Administrator
|
|
შაბათი, 04 ივლისი 2009 14:53 |
გამოვიდა უფასო პროგრამა Fresh UI–ს ახალი ვერსია, რომლის დანიშნულებაა Windows–ის ოპტიმიზაცია. პროგრამა Fresh UI–ით შესაძლებელია სხვდასხვა პარამეტრების ცვლილება პროგრამებში: Windows - Internet Explorer, MediaPlayer, NetMeeting, Notepad, Outlook Express, Regedit, Task Scheduler, Windows Messenger, Explorer. მისი გამოყენებით ასევე შესაძლებელია შეიცვალოს სისტემური პარამეტრები, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას, ქსელს, კომპიუტერის ჩართვა–გამორთვას. პროგრამა საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ სხვადასხვა პარამეტრები, რომლებიც ეხება Windows–ის ინტერფეისს, მაგალითად სტარტ მენიუს, სწრაფი გაშვების პანელს, დიალოგურ ფანჯრებს, დოკუმენტის გახსნის და დახურვის ფანჯრებს, სამუშაო მაგიდას და ა.შ.
|
|
Hard სიახლეები -
პერიფერია
|
|
ავტორი - Administrator
|
|
პარასკევი, 03 ივლისი 2009 11:18 |
კომპანია Apple–ს მობილური ტელეფონების პოპულარულობა სტიმულს აძლევს სხვადასხვა აქსესუარების მწარმოებლებს გამოუშვან iPhone–სთვის განკუთვნილი პროდუქცია. კომპანია PhoneSuit–მ გააკეთა კომპაქტური მინიპროექტორი Mili Prо–ს ანონსი. პროექტორს შეუძლია გადააქციოს iPhone ან iPod Touch–ი, სახლის კინოთეატრად. მინიატურულ LCOS–პროექტორს შეუძლია გამოსახოს 70 დუიმი დიაგონალის გამოსახულება. მაგრამ, პატარა ზომის ობიექტივის და ნაკლებად ძლიერი სინათლის წყაროს გამო, გამოსახულების რეკომენდირებული ზომაა - 30-40 დუიმი.
|
|
Game სიახლეები -
სისტემური მოთხოვნები
|
|
ავტორი - Administrator
|
|
ხუთშაბათი, 02 ივლისი 2009 21:07 |
კომპანია id Software–მ გამოაქვეყნა შუტერი Wolfenstein–ს ოფიციალური მინიმალური, სისტემური მოთხოვნები. თამაში გამოვა 2009 წლის აგვისტოს თვეში.
|
|
Game სიახლეები -
ინფორმაცია
|
|
ავტორი - Administrator
|
|
ხუთშაბათი, 02 ივლისი 2009 20:50 |
კომპანია id Software–ს ხელმძღვანელთან, John Carmack–თან საუბრისას, Shacknews–ის თანამშრომლებლა გაარკვიეს, რომ ფირმა აპირებს, iPhone–სთვის გამოუშვას ერთდროულად სამი თამაში Quake სერიიდან. John Carmack–ი უშუალუდ არ იქნება პროცესში ჩართული, ის მხოლოდ გააკონტროლებს მას. საუბარია Quake, Quake 2 და Quake Arena–ზე - ესენია მთელი სერიის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები.
|
|
სხვა სიახლეები -
კომპანიები
|
|
ავტორი - Administrator
|
|
ხუთშაბათი, 02 ივლისი 2009 15:09 |
ქსელური რესურსი IGN–ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ თამაშების ცნობილი სტუდია Blizzard–ის ოფისში, რომელიც მდებარეობს კალიფორნიაში. აღნიშნული სტუდია ცნობილია როგორც Diablo-ს, World of Warcraft-ის, Starcraft–ის შემქმნელი. როგორც წარმოდგენილი სურათებიდან ჩანს, სტუდია ქმნის ძალიან სასიამოვნო გარემოს იქ მომუშავეთათვის და არის ასევე ძალიან სიმპატიური და ლამაზი. რეპორტაჟის სრული ვერსია, თავისი კომენტარებით შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე. ჩვენ კი გთავაზობთ ყველა სურათს, რომელიც გადაღებული იქნა ზემოთაღნიშნული საიტის თანამშრომლების მიერ.
|
|
Hard სიახლეები -
ოპერატიული მეხსიერებები
|
|
ავტორი - Administrator
|
|
ხუთშაბათი, 02 ივლისი 2009 13:13 |
ტემპერატურის მონიტორინგი არის ერთერთი აუცილებელი, კომპიუტერული კომპონენტების დაცვისთვის და სხვადასხვა პრობლემებისგან თავის დასაცავად. კომპანია Transcend Information–მა გამოუშვა DDR3 მეხსიერებების ახალი მოდელები, რომლებიც განკუთვნილია სერვერებისთვის და ძლიერი სამუშაო ადგილებისთვის და ასევე აღჭურვილია ტემპერატურის სენსორებით.
|
|
Soft სიახლეები -
ბრაუზერები
|
|
ავტორი - Administrator
|
|
ხუთშაბათი, 02 ივლისი 2009 11:09 |
როგორც ბევრმა უკვე იცის, რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა Firefox 3.5–ის საბოლოო ვერსია. ერთ დღე–ღამეზე ნაკლები აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ Firefox–ის ბოლო ვერსიის ჩამოტვირთვების რიცხვი გაზრდილიყო 5 მილიონამდე. სტატისტიკის მიხედვით, მოთხოვნების მეოთხედი მოდის ამერიკის მომხმარებლებისგან, 12 პროცენტი - გერმანიიდან და 7 პროცენტი – იაპონიიდან.
|
|
|
|